ორი ქართველი Top 14-ის ტურის სიმბოლურში

“ქართულ რაგბის თავისი განსაკუთრებული იდენტობა უნდა ჰქონდეს”-კლოდ სორელი
იანვარი 6, 2022 12:19
“საინტერესო იქნებოდა კრასნოდარში მუშაობა, თუმცა… ” – არველაძე კრასნოდარზე
იანვარი 6, 2022 15:31

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემამ “Midi Olympique” საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის Top 14-ის მე-14 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი მორაგბე მოხვდა.

სარაგბო გამოცემამ ტურის “ოცნების” გუნდში “ბორჯღალოსნების” ჰავბეკი ვასილ ლობჟანიძე და მესამე ხაზელი ბექა გორგაძე შეიყვანა.

შეგახსენებთ, მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში სწორედ ლობჟანიძისა და გორგოძის “პო”-“ბრივი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი “პოს” გამარჯვებით 43:20 დასრულდა. ბექა გორგოძემ აღნიშნულ შეხვედრაში 11 ზუსტი ბოჭვა შეასრულა და ამდენჯერვე წაიღო ბურთი. ვასილ ლობჟანიძემ კი, მეტოქისთვის ლელოს დამიწება მოახერხა.

Share