“ეს დღე არც ისე შორსაა” – როდის დაბრუნდება კიტეიშვილი?

“სანამ დროა, უნდა მიხვდნენ” – რუსები ხვიჩას ტრანსფერზე წერენ
იანვარი 6, 2022 18:03
თბილისის “დინამოს” მეორე სპარინგ მეტოქეც ცნობილია
იანვარი 6, 2022 19:54

პოპულარულ გამოცემა Krone.at-ი ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს.

საქართველოს ნაკრების და გრაცის “შტურმის” ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.

შეგახსნებთ, რომ კიტეიშვილმა ტრავმა 30 სექტემბერს უეფას ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, “პსვ”-სთან საშინაო შეხვედრაში მიიღო.

“გრაცის შტურმის ფლეიმეიკერი ოთარ კიტეიშვილი გუშინ სავადმყოფოში იმყოფებოდა, მაგრამ მის დაბრუნებას ყველაზე გვიან თურქულ შეკრებაზე უნდა ველოდოთ. კიტეიშვილმა დაზიანება პსვ-სთან დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც ჩემპიონატის ცხრა, ხოლო ევროპალიგის ოთხი მატჩი გამოტოვა.

“ქართველმა მესიმ” გუშინ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა, რადგან ტერფთან რამდენიმე სამაგრი მოხსნეს, მაგრამ მან უკვე ივარჯიშა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და მისი მოედანზე დაბრუნება ყველაზე გვიან თურქულ შეკრებაზე მოხდება”,  – წერს გამოცემა.

გამოცემამ საავადმყოფოში მყოფი ოთარ კიტეიშვილიც ჩაწერა,

“ამჟამად სიარული არ შემიძლია, მაგრამ ჩემი დაბრუნება შორს არ არის. ამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თამაშს მოუთმენლად ველი”, – თქვა ქართველმა ნახევარმცველმა.

Share