“სანამ დროა, უნდა მიხვდნენ” – რუსები ხვიჩას ტრანსფერზე წერენ

Transfermarkt-მა ფასები განაახლა – მიქაუტაძე კვლავ პროგრესირებს, ჩაკვეტაძე ისევ გაიაფდა
იანვარი 6, 2022 17:21
“ეს დღე არც ისე შორსაა” – როდის დაბრუნდება კიტეიშვილი?
იანვარი 6, 2022 18:44

რუსული პრესა იმ ფეხბურთელების ვინაობას ასახელებს, რომლებმაც 2022 წელს კლუბი უნდა შეიცვალონ და რუსული პრემიერ ლიგიდან წავიდნენ.

მათ შორისაა ყაზანის “რუბინის” ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჯერ კიდევ “რუბინის” წევრია.

“კვარაცხელიას რუსეთიდან წასვლა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განიხილებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. დღეს კი სურათი სხვაგვარია – ერთი წლის წინ, ხვიჩა დაფრინავდა, გამორჩეული იყო, მისით ევროპული გრანდები ინტერესდებოდნენ, რუბინი კი ევროტურნირებზე თამაშობდა.

დღეს კი რუბინს ცუდი პერიოდი უდგას, რაც კვარაცხელიას თამაშზეც აისახება და ეს ყველაფერი ხვიჩას ტრანსფერს უკან ხევს. რუბინი, სანამ დროა, უნდა მიხვდეს, რომ კვარაცხელიას იქ დარჩენა ორივე მხარისთვის ცუდი იქნება და ტალანტი ევროპაში მალე გაუშვას, საკითხავია, რა დონის გუნდში წავა ის”, – წერენ რუსები.

Share