“კარგი მსმენელი ვარ და იანისისგან ბევრს ვსწავლობ”-სანდრო მამუკელაშვილი

“თუ “ბორჯღალოსნები” რომში მოიგებენ, 6 ერის კარი უნდა შეუღონ” -Daily mail
იანვარი 6, 2022 11:05
“ქართულ რაგბის თავისი განსაკუთრებული იდენტობა უნდა ჰქონდეს”-კლოდ სორელი
იანვარი 6, 2022 12:19

გამთენიისას, Nba-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი “მილუოკი ბაქსი” “ტორონტო რეპტორს” დაუპირისპირდა და 111:117 დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს. ლიდერების არ ყოფნაში ქართველ ფორვარდს დიდი სათამაშო დრო მიეცა და ეს შანსი კარგადაც გამოიყენა. მამუკელაშვილმა 22 წუთში 10 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +7 იყო.

სანდრო განსაკუთრებით ბრწყინვალე იყო პირველ მეოთხედში, როდესაც “მამუმ” მეტოქის კალათში 8 ქულა მოათავსა.

შესვენებაზე ქართველმა კალათბურთელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა

 

“იანისისგან ძალიან ბევრს რამეს ვსწვალობ. როცა იგი ცემს გვერდითაა მუდმივად ცდილობს ცოდნა და გამოცდილება გამიზიაროს. კარგი მსმენელი ვარ და ეს ძალიან მეხმარება. იანისი ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. იგი მატჩების დროსაც კი მასწავლის, რა როგორ გავაკეთო.”-თქვა სანდრომ

 

Share