ბელარუსის 21-წლამდე ნაკრების ფორვარდი, თბილისის “დინამოს” მიუახლოვდა

“რეალის” ვარსკვლავი აზაროვის ნაცვლად – ტრაბზონსპორის საინტერესო ნაბიჯი
იანვარი 6, 2022 20:32
დარჩება თუ არა ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დინამოში? – მარუშიჩის კომენტარი
იანვარი 7, 2022 12:17

სულ ცოტა ხნის წინ, ბელარუსულ პრესაზე დაყრდნობით, თბილისის “დინამოს” კიდევ ერთი სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ვწერდით.

საუბარია, “დინამო ბრესტის” და ბელარუსის 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელზე ალექსანდრ შესტიუკზე.

“თბილისის დინამოს ახალწვეულის დიმიტრი ანტილევსკის ტრანსფერის შემდეგ, მორიგი ტრანსფერი შესაძლოა ალექსანდრე შესტიუკი იყოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – წერდა ვლადისლავ ტატური თავის ტელეგრამში

ახლა კი ბელარუსული Triibuna-ა წერს, რომ შესტიუკმა “დინამო ბრესტისთან” კონტრაქტი გაწყვიტა და დიდია ალბათობისა იმისა, რომ 19 წლის ფეხბურთელი თბილისის “დინამოს”  შეუერთდეს.

გასულ სეზონში შესტიუკმა ბრესტულ კლუბში 29 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა

Share