დარჩება თუ არა ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დინამოში? – მარუშიჩის კომენტარი

ბელარუსის 21-წლამდე ნაკრების ფორვარდი, თბილისის “დინამოს” მიუახლოვდა
იანვარი 6, 2022 22:50
სლოვანში წიტაიშვილის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთეს
იანვარი 7, 2022 15:14

ეროვნული ლიგის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზორან მარუშიჩი მშობლიურ სერბეთში ისვენებს.

ითამაშებს თუ არა მარუშიჩი ახალ სეზონში “დინამო თბილისში”, ამასთან დაკავშირებით სერბმა კომენტარი გააკეთა.

“გასული სეზონი ჩემთვის კარიერაში საუკეთესო იყო, კიდევ მეტის გატანა შემეძლო. სამწუხაროა, რომ ჩემპიონები ვერ გავხდით.

ახლა სერბეთში ვისვენებ, საქართველოში დავბრუნდები, ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

წინა სეზონი ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო, რათა თამაში ჩვეულ რიტმში გავაგრძელო”, – განაცხადა მარუშიჩმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მარუშიჩმა 16 გოლი გაიტანა და 8 ასისტი გააკეთა.

Share