3 ფეხბურთელი, რომელიც დინამო ბათუმს შეუძლია დაიმატოს

“ის ყველაფერი, რაც დაიწერა, ტყუილია” – ლაშა დვალის უახლოესი გეგმები
იანვარი 7, 2022 16:04
ტრანსფერის შეფერხება: რატომ ვერ გადადის არაბიძე ტორპედოში?
იანვარი 7, 2022 17:58

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო ბათუმი” ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და 2 შეკრებას გაივლის.

გუნდმა რამდენიმე ტრანსფერი უკვე განახორციელა, თუმცა ფაქტია, ამა თუ იმ პოზიციაზე გაძლიერება სჭირდება.

მითუმეტეს, გუნდის მთავარი მიზანი წელს ისტორიის დაწერა და ევროტურნირებზე გასვლა.

გთავაზობთ ფეხბურთელებს, რომელთა დამატებაც “დინამო ბათუმს” შეუძლია და მათი წამოყვანა საკმაოდ რეალურია.

გიორგი პაპუნაშვილი

პაპუნაშვილის ევროპული კარიერა კვლავ ვერ ეწყობა. “სარაგოსაში” ჩატარებული ერთი კარგი სეზონის შემდეგ, მას დიდი რეგრესი აქვს, თავი ვერც კვიპროსულ “აპოლონში”გამოიჩინა, გუნდი დატოვა და მისი მომავალი ბუნდოვანია. უმჯობესი იქნება, თუ პაპუ საქართველოში დაბრუნდება, ფორმას აღიგენს და ბათუმს გააძლიერებს. მითუმეტეს, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე დინამოელებს ფეხბურთელი სჭირდებათ. წინა სეზონში ამ პოზიციაზე თამაში ვლადიმერ მამუჩაშვილს უწევდა.

ბუდუ ზივზივაძე

ზივზივაძე “მეზოკოვეშდსა” და “ფეჰერვარში” ბრწყინვალედ თამაშობდა, გოლს გოლზე იტანდა, მაგრამ დღეს ცუდ ფორმაშია და სანაკრებო სიაშიც ვერ ხვდება. როცა ბუდუს ნაკრებში უხმეს, თავი მაშინაც ვერ გამოიჩინა. ოქტომბრის შემდეგ მას გოლი არ გაუტანია. უნგრულ კლუბთან ზივზივაძეს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გიორგი აბურჯანია

იდეაში, აბურჯანიასთვის პორტუგალიის უმაღლესი ლიგა და “ჟილ ვისენტე” კარგი კლუბია, მაგრამ აბუს იქ არ ენდობიან და ძალიან ცოტა სათამაშო დროს აძლევენ. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აბურჯანია უცხოურ გუნდში ფეხს ვერ იკიდებს. მანჯგალაძის წასვლის შემდეგ, ისეთი დონის ფეხბურთელის დამატება, როგორიც აბურჯანიაა, სარფიანი იქნება და ორივე მხარეს წარადგება.

Share