“არავითარ შემთხვევაში ეს აღარ მოხდება!” – გია ცეცაძე ტორპედოს გეგმებსა და მიზნებზე

TOP 10 ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი
იანვარი 7, 2022 21:27
შანსი გიგა ჭიკაძეს – მაქს ჰოლუვეი საჩემპიონო ბრძოლას ჩაეხსნა
იანვარი 8, 2022 00:04

ქუთაისის “ტორპედომ” მთავარ მიზანს მიაღწია, ეროვნული ლიგის გადათამაშებაში მარტვილის “მერანს” აჯობა და უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა.

ქუთაისურ კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს, ახალი მწვრთნელითა და ახალი მიზნებით.

კლუბში მიმდინარე პროცესებზე “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელს გია ცეცაძეს დავუკავშირდით.

მერანთან მოგებული მატჩი

ეს ბრძოლა მძიმე იმიტომ გამოდგა, რომ რთული მოწინააღმდეგე გვყავდა, პირველი მატჩი დავთმეთ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, რაც მოხდა კანონზომიერია და დღეს “ტორპედო” იქაა, სადაც მისი ადგილია. ამაში დიდი წვლილი გულშემატკივარმა შეიტანა. მწყობრი და კარგად ორგანიზებული ქომაგობა იყო, რაც ჩვენთვის ფუფუნებაა.

სამტრედიაში წარუმატებლობის მიზეზი

არც გვიან დაწყებულ შეკრებას დავაბრალებ, არც ფეხბურთელებს. ვფიქრობ, გაუმართლებობას ჰქონდა ადგილი, შეიძლება პირველ რიგში ბევრი რამ ჩემი ბრალიცაა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ კონკრეტულ მატჩებში არ გაგვიმართლა და დასანანი ქულები დავკარგეთ.

მიუხედავად სამტრედიის ცუდი სეზონისა, გუნდში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი იყო – ქურდაძე, მჭედლიშვილი. ხომ არ აპირებთ მათ ტორპედოში წაყვანას და როგორია სატრანსფერო გეგმები?

კონკრეტული ფეხბურთელების დამატებაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ტორპედო დაკომპლექტების პროცესშია, ფეხბურთელებსაც დავიმატებთ და ამას მალე გაიგებთ.

რა იქნება ტორპედოს მიზანი ახალ სეზონში?

არავითარ შემთხვევაში ეს აღარ მოხდება – ტორპედო გადარჩენისთვის აღარ იბრძოლებს და უფრო მაღალი მიზნები ექნება. გუნდი რომ სრულად შეიკვრება, კონკრეტულ მიზნებზე საუბარი შემდეგ შეიძლება. თურქულ შეკრებაზე მივდივართ, რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ და ყველაფერი ნათელი გახდება.

მანჯგალაძე, სანდოხაძე, არაბიძე – ეს ის ფეხბურთელებია, ვინც ტორპედოს შეემატება?

გადაწყვეტილი ჯერ ბოლომდე არაფერია, ამიტომ სატრანსფერო თემაზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.

Share