ინტერესი პოლონეთიდან – წავა თუ არა ზივზივაძე ფეჰერვარიდან

სლოვანში წიტაიშვილის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთეს
იანვარი 7, 2022 15:14
“ის ყველაფერი, რაც დაიწერა, ტყუილია” – ლაშა დვალის უახლოესი გეგმები
იანვარი 7, 2022 16:04

სატრანსფერო ფანჯარა თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში გაიხსნა.

როგორც ბერძნული Gazzeta.gr  პოლონელი ჟურნალისტის “სიკორის” ტვიტზე დაყრდნობით წერს, პოლონეთის ექსტრაკლასას ვროსლავის სლასკი საქართველოს ნაკრების და “მოლ ფეჰერვარის” თავდამსხმელის ბუდუ ზივზივაძით ინტერესდება.

ჟურნალისტის მტკიცებით, პოლონური კლუბი ზივზივაძესთან ერთად, ათენის “აეკის” თავდამსხმელის მოამერ ტანკოვიჩის ტრანსფერითაც ინტერესდება.

27 წლის ქართველ თავდამსხმელს არც ისე კარგი დროება უდგას: წინა სეზონისგან განსხვავებით, ძირითადად სკამიდან ერთვება და უნგრეთის ჩემპიონატის 12 შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლით გამოირჩა.

ზივზივაძეს მოლ ფეჰერვართან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რაც მისი ტრანსფერის შანსებს მეტად ზრდის.

Share