“ის ყველაფერი, რაც დაიწერა, ტყუილია” – ლაშა დვალის უახლოესი გეგმები

ინტერესი პოლონეთიდან – წავა თუ არა ზივზივაძე ფეჰერვარიდან
იანვარი 7, 2022 15:52
3 ფეხბურთელი, რომელიც დინამო ბათუმს შეუძლია დაიმატოს
იანვარი 7, 2022 16:16

საქართველოს ნაკრებისა და “ფერენცვაროშის” მცველის, ლაშა დვალის შესაძლო ტრანსფერზე,  მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უნგრულ და სლოვაკურ მედიაში სხვადასხვა სიაახლები გავრცელდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დვალის შეძენით “სლოვანი” და “დუისბურგი” ინტერესდებიან.

დაიწერა ისიც, რომ ფერენაცვაროშის ახალ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვს დვალი არ ეიმედება და რომ გუნდიდან პირველს სწორედ ქართველ მცველს გაუშვებდა.

დვალს დავუკავშირდით და გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

“არანაირი კონფლიქტი მწვრთნელთან არ მქონია – ის, რაც დაიწერა, სიმართლეს არ შეესაბამება. აქტიურად განვაგრძობ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას.

რაც შეეხება გუნდის დატოვებას, “ფერენცვაროშთან” კონტრაქტი ზაფხულამდე მაკავშირებს, ამ ეტაპზე რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ”, – გვითხრა დვალმა.

ლაშა დვალი უნგრული “ფერენცვაროშის” ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან ერთად უეფას ევროპის და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა, გარდა ამისა ზედიზედ სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

Share