ტრანსფერის შეფერხება: რატომ ვერ გადადის არაბიძე ტორპედოში?

3 ფეხბურთელი, რომელიც დინამო ბათუმს შეუძლია დაიმატოს
იანვარი 7, 2022 16:16
TOP 10 ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი
იანვარი 7, 2022 21:27

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ 23 წლის ფეხბურთელის გიორგი არაბიძის “ტორპედოში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო.

არაბიძე უკვე ქუთაისურ კლუბთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია.

ჩვენი ინფორმაციით, ტრანსფერის შეფერხების მიზეზი არაბიძის ამჟამინდელი კლუბი “ნასიონალია.”

როგორც შევიტყეთ, პორტუგალიური კლუბი არაბიძის სანაცვლოდ თანხას ითხოვს, რათა “ტორპედოში” გაუშვას. ჯერჯერობით, ქუთაისელები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.

შეგახსენებთ, რომ არაბიძე გასულ სეზონში “სამტრედიაში” იჯარის წესით თამაშობდა. “ნასიონალთან” მას კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

Share