სლოვანში წიტაიშვილის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთეს

დარჩება თუ არა ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დინამოში? – მარუშიჩის კომენტარი
იანვარი 7, 2022 12:17
ინტერესი პოლონეთიდან – წავა თუ არა ზივზივაძე ფეჰერვარიდან
იანვარი 7, 2022 15:52

საქართველოს ნაკრების და ოდესის “ჩერნომორეცის” 21 წლის ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილზე საუბრები არ წყდება.

სულ ცოტა ხნის წინ, მისი მომავალი ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას ბრატისლავას “სლოვანს” დაუკავშირეს.

უკრაინული Ua-football.com-ი ბრატისლავას სლოვანის გენერალური დირექტორის ივან კმოტრიკის კომენტარს ავრცელებს, სადაც იგი წიტაიშვილის მიმართ სლოვაკთა ინტერესს უარყოფს.

“წიტაიშვილის სლოვანში სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ უარვყოფთ ჩვენს, ფეხბურთელსა და მის კლუბს შორის მოლაპარაკებების შესახებ. ჩვენ არ გვაქვს ასეთი მოლაპარაკებები”, – ციტირებს კმოტრიკის სიტყვებს უკრაინული გამოცემა.

Share