ჩაკვეტაძეს გუნდის დატოვება სურს – het nieuwsblad საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

ამერიკული მედია : “სანდროს სათამაშო დრო ახლა აუცილებლად გაიზრდება”
იანვარი 8, 2022 13:07
💥 საბა ლობჟანიძით თურქული გრანდი დაინტერესდა
იანვარი 8, 2022 19:35

Qomagebi.Ge – მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელებულ ინფორმაციას უცხოური მედია ადასტურებს. ჩვენი ინფორმაციით ჯერ კიდევ დეკემბერში გიორგი ჩაკვეტაძეს “გენტის” დატოვება სურდა, ახლახან სწორედ ამ თემაზე სტატია het nieuwsblad-მა გამოაქვეყნა, წყაროს ცნობით გიორგი ჩაკვეტაძეს გუნდის დატოვება კვლავ სურს, თუმცა ბელგიური “გენტი” უარზეა.

სტატიაში საუბარია გუნდის იჯარის წესით დატოვებაზე, გამოცემაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ფეხბურთელი უკმაყოფილოა გუნდში არსებული სიტუაციით, ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ბოლოს, უეფას კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ტალინის “ფლორას” წინააღდმეგ ითამაშა.

ამ დროისთვის ქართველი ფეხბურთელი კლუბთან ერთად შეკრებაზე იმყოფება, “გენტმა” გუშინ ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდული “ალკმაარის” წინააღდმეგ ითამაშა, ბელგიური კლუბის შემადგენლობაში მთელი მატჩის განმავლობაში 21-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა გიორგი ჩაკვეტაძე

ამასთანავე, ყველას გვახსოვს ბელგიური კლუბის მთავარი მწვრთნელის ვან ჰაზერბრუკის განცხადება, მისი თქმით, გიორგი ჩაკვეტაძე ვარჯიშებზე სათანადო მოტივაციას და თამაშის ხარისხს ვერ აჩვენებდა, სწორედ ამ ფაქტიდან  გამომდინარე ვერ ხვდებოდა ფეხბურთელი კლუბის განაცხადში.

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ გენტში 2018 წლიდან ასპარეზობს, დღემდე ჩატარებულ 81 შეხვედრაში ჩაკვეტაძემ ბელგიური კლუბის მაისურით რვა გოლი გაიტანა და ამასთანავე თხუთმეტი საგოლე გადაცემა შეასრულა.

Share