ვერც კოლუმბიელი, ვერც სლოვაკი – აზაროვის ჩაშლილმა ტრანსფერმა დინამოს გეგმები შეცვალა

შანსი გიგა ჭიკაძეს – მაქს ჰოლუვეი საჩემპიონო ბრძოლას ჩაეხსნა
იანვარი 8, 2022 00:04
ამერიკული მედია : “სანდროს სათამაშო დრო ახლა აუცილებლად გაიზრდება”
იანვარი 8, 2022 13:07

რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად დავწერეთ, რომ უახლოეს პერიოდში ბათუმელები დიდი ალბათობით კოლუმბიელ ფორვარდს დაიმატებდნენ. ჩვენთვის მაშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მოლაპარაკებებს “უნიონ მაგდალენას” (კოლუმბია) 24 წლის ფორვარდ რიკარდო მარკესთან აწარმოებს და საკმაოდ წარმატებულადაც.

მოგვიანებით ინფორმაცია სხვა წყაროებმაც დაადასტურეს, მათ შორის – კოლუმბიურმაც, თუმცა, ჩვენს მიერ მოპოვებული ბოლო ინფორმაციით, რიკარდო მარკესი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მაისურს არ მოირგებს.

მოგეხსენებათ, ირაკლი აზაროვის ბათუმის დინამოდან ტრაბზონსპორში გადასვლა გადაწყვეტილი საკითხი იყო, ფეხბურთელი კონტრაქტზე ხელის მოსაწერად თურქეთშიც კი ჩავიდა, თუმცა ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალა. კლუბები ფინანსურ საკითხში ვერ მოგვარდნენ და ტრანსფერიც ჩაიშალა.

დინამო კი აზაროვის გაყიდვით რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას გეგმავდა, რომელთა შორის სწორედ კოლუმბიელი შემტევიც იყო. შეთანხმების მიხედვით, ბათუმის დინამოს აზაროვის ტრანსფერიდან 1,5 მილიონი ევრო უნდა მიეღო, საიდანაც 40% თბილისის დინამოს ეკუთვნოდა.

სავარაუდოდ, ტრაბზონსპორთან გაჭიანურებულმა მოლაპარაკებებმა და მოსალოდნელი შემოსავლის გარეშე დარჩენილმა დინამომ, შემდგომი ტრანსფერების განხორციელება ვეღარ შეძლო.

როგორც შევიტყვეთ, დინამო მოლაპარაკებებს კიდევ ერთ სლოვაკ მცველთან აწარმოებდა. ასევე ლოკომოტივის ყოფილ ნახევარმცველ თორნიკე კირკიტაძესთანაც, თუმცა ვერც ის დაიმატა. კირკიტაძე საბოლოოდ თბილისის დინამომ გამოისყიდა.

მოსალოდნელია, რომ დინამო სეზონის წინ რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.

Share