სანდრო მამუკელაშვილის “ბაქსმა” “ტორონტოსთან” წაგების შემდეგ დემარკუს კაზინსი გუნდიდან გაუშვა.
behindthebuckpass.com წერს, რომ კაზინსის გაშვებას სამი მთავარი მიზეზი აქვს, აქედან ჩვენთვის მეტად საინტერესოა ერთი მიზეზი: კლუბმა გადაწყვიტა აქცენტი გააკეთოს სანდრო მამუკელაშვილზე და უფრო მეტად ენდოს მას.
” კაზინსის გუნდიდან გაშვებით ახალბედა სანდრო მამუკელაშვილი იღებს პასუხისმგებლობას გახდეს მთავარი შემცვლელი ცენტრი ბობი პორტისის უკან. ბაქსმა მამუკელაშვილი დრაფტის 54-ე ნომრად აიყვანა. როგორც მოსალოდნელი იყო, მას დიდად ბევრი დრო არ ეძლევა და მაშინ თამაშობს, როდესაც გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. კაზინსის გაშვების შემდეგ კი მისი როლი საგრძნობლად უნდა გაიზარდოს.
სანდრომ სულ 223 წუთი ითამაშა და თავი სტატისტიკით დიდად არ გამოუჩენია. საშუალოდ 3.9 ქულა, 2.3 მოხსნა და 0.5. მაგრამ არის მომენტები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ მას მეტი პოტენციალი აქვს. უკვე დაამტკიცა, რომ სამქულიანებს კარგად ისვრის. მან 32დან 13 სამქულიანი ჩააგდო, რაც 40.6%-იანი მაჩვენებელია. მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა დაამტკიცოს, მაგრამ ფაქტია: მამუკელაშვილს აქვს პოტენციალი გახდეს საინტერესო მოთამაშე.
სანდროს სათამაშო დრო ახლა აუცილებლად გაიზრდება. ის მეტი სათამაშო დროით უკეთეს დონეს მიაღწევს. დრო გვიჩნებს რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მილოუკმა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ სანდროს წარმატების სწამთ.” – წერია სტატიაში