აუცრელობის გამო საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

💥 საბა ლობჟანიძით თურქული გრანდი დაინტერესდა
იანვარი 8, 2022 19:35
VIDEO – დავით ნინიაშვილის პირველი ლელო TOP 14 – ში
იანვარი 8, 2022 22:33

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასავარდნი პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში ჰელსინკში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ხვალინდელი შეხვედრისთვის ჩვენი ნაკრების ლაზარეთი კიდევ უფრო გაიზარდა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე ვერ დაეხმარება, რომელმაც წინა შეხვედრაც ტრავმით ჩაატარა.

ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი გამორჩეული ხელბურთელი ვერ დაეხმარება. სანდო წყაროზე დაყრდნობით შევიტყვეთ, რომ იგი ფინეთში იმის გამო ვერ გაემგმზავრა, რომ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით არ არის აცრილი და მასპინძელმა მხარემ მასზე გამონაკლისი არ დაუშვა.

ფინეთი-საქართველოს განმეორებითი შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 18:00-ზე გაიმართება. პირველი შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფრედ 22:22 დასრულდა.

Share