შანსი გიგა ჭიკაძეს – მაქს ჰოლუვეი საჩემპიონო ბრძოლას ჩაეხსნა

“არავითარ შემთხვევაში ეს აღარ მოხდება!” – გია ცეცაძე ტორპედოს გეგმებსა და მიზნებზე
იანვარი 7, 2022 22:11
ვერც კოლუმბიელი, ვერც სლოვაკი – აზაროვის ჩაშლილმა ტრანსფერმა დინამოს გეგმები შეცვალა
იანვარი 8, 2022 01:40

15 იანვარს, MMA ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC ეგიდით მორიგ ბრძოლას გამართავს, ქართველი ფალავანი ღონისძიების მთავარ ბრძოლაში კელვინ კატარს დაუპირისპირდება.

კატარისა და ჭიკაძის დაპირისპირება რაღა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუმცა, სუპერმსუბუქი წონის მთავარი დაპირისპირება მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის და მაქს ჰოლუვეის შორის, მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით კი მაქს ჰოლუვეი ვოლკანოვსკისთან ბრძოლას ტრავმის გამო ვეღარ შეძლებს.

იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ახლა მივიღეთ, ძალიან დიდია ალბათობა, რომ კელვინ კატარის დამარცხების შემთხვევაში სწორედ გიგა ჭიკაძემ მიიღოს მონაწილეობა ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო დაპირისპირებაში.

Share