ემოციური დამშვიდობება – ქუთაისის ტორპედო კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

VIDEO – დავით ნინიაშვილის პირველი ლელო TOP 14 – ში
იანვარი 8, 2022 22:33
ბერძნული პრესა – “აზაროვი “ოლიმპიაკოსის” ერთ-ერთი სამიზნეა
იანვარი 9, 2022 01:02

ქუთაისის “ტორპედო” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა, მსგავსად ოლეგ მამასახლისისა მომდევნო სეზონში იმერულ კლუბში არც ფადი ზიდანი აღარ ითამაშებს.

ინფორმაცია გუნდის დატოვების შესახებ ფეხბურთელმა საკუთარ სოციალურ გვერდზე გაავრცელა. “მადლობა დრამატული და ემოციური სეზონისთვის, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ყოველთვის ჩემს გულში იქნებით, ჩვენ ვართ ტორპედო” – წაიკითხვათ ზიდანის გვერდზე, თუ სად გააგრძელებს ზიდანი კარიერას ამ ეტაპზე უცნობია.

პალესტინელი ფეხბურთელი კლუბში 2021 წლიდან ასპარეზობდა, ზიდანმა ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ამასთანავე 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

Share