ის, რაც ტორპედოს დაემართა? – დინამო ბათუმში სიტუაცია აირია

ტრანსფერი გადაწყდა: ჩეხეთში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
იანვარი 9, 2022 13:12
ოფიციალურად : თორნიკე კირკიტაძე “დინამოელია”
იანვარი 9, 2022 13:42

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებული “დინამო ბათუმი” გახდა და საკმაოდ დამსახურებულადაც.

ლოგიკურია, რომ საჩემპიონო გუნდს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავდა და მათი შეძენით ევროპული გუნდები დაინტერესდნენ. ერთი ასეთი ირაკლი აზაროვია, რომელიც “ტრაბზონსპორში” გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.

არადა, ბათუმელები ამ ტრანსფერით აღებული თანხით აპირებდნენ გუნდის გაძიერებას, ახლა კი სიტუაცია აირია. უკვე გუნდი შეკრებაზე მიდის და ჯერ ისეთი ფეხბურთელი არ მიუყვანიათ, ვიზეც ვიტყვით, რომ ტოპ ტრანსფერია.

ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელებს საჩემპიონო პრემიებიც არ აუღიათ და გუნდში ფინანსურად დაულაგებელი სიტუაციაა.

რას გვაგნებს ეს ყველაფერი? – 3 წლის წინ, “ტორპედოში” დიდი ფული ჩაიდო, ფეხბურთელებს მაღალი ხელფასები ჰქონდათ, ერთ წელში კი გუნდი ჩამოიშალა.

ფაქტია, ქართულ გუნდში დიდი ფულის ჩადება და ფეხბურთელეზე გაბერილი ხელფასების გადახდა მომგებიანი არ არის და ადრე თუ გვიან, კრიზისი დაიწყება, რაც იმედია, ბათუმის შემთხვევაში დალაგდება.

Share