თბილისის “დინამო” თურქეთში ბულგარეთის ჩემპიონს დაუპირისპირდება

ოფიციალურად : თორნიკე კირკიტაძე “დინამოელია”
იანვარი 9, 2022 13:42
▶️ VIDEO – ბეჟანიშვილი გაჩერებას არ აპირებს – მორიგი კარგი მატჩი და გამარჯვება G ლიგაში
იანვარი 9, 2022 17:48

სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით გაცნობეთ, რომ თურქულ შეკრებაზე  საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თბილისის “დინამო” 26 იანვარს უკრაინულ “ლოვოვს” დაუპირისპირდება.

ასევე, უზბეკური გამოცემის მტკიცებით, ფახთაქორი, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ შოთა არველაძე წვრთნიდა, 15 თებერვალს მოსამზადებელი ეტაპის მეორე მატჩში თბილისის დინამოს შეხვდება.

როგორც Sportlive.bg წერს, თურქულ შეკრებაზე რაზგრადის “ლუდოგორეცი” რამდენიმე სპარინგ შეხვედრას ჩაატარებს და მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთი მეტოქე თბილისის “დინამო” იქნება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით დინამო ორ შეკრებას გაივლის: კახა ცხადაძის გუნდი ახალი სეზონისთვის ჯერ თურქეთში მოემზადება, ხოლო შემდეგ – ესპანეთში.

 

Share