▶️ VIDEO – გიორგი ბეჟანიშვილის კარგი მატჩი – მორიგი გამარჯვება G ლიგაში

გადამწყვეტი მატჩის მოლოდინში – დღეს ფინეთი VS საქართველო
იანვარი 9, 2022 03:34
“მთელი ცხოვრებაა ჯუჯებს ვცემ” – გიგა ჭიკაძე ალექს ვილკანოვსკის დაუპირისპირდა
იანვარი 9, 2022 04:48

NBA G ლიგაში დენვერ “ნაგეთსის” სარეზერვო გუნდი გრანდ “რაპიდსი” ვესტერჩერ “ნიქსს” ესტუმრა და 110-96 გაიმარჯვა.

სტუმართა შემადგენლობაში გამორჩეული იყო ეროვნებით ქართველი გიორგი ბეჟანიშვილი, ახალგაზრდა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 30 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა და 3 დაფარება დააგროვა, რითიც საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

გიორგი ბეჟანიშვილი წარმოშობით ქართველი კალათბურთელია, მას ავსტრიის მოქალაქის პასპორტი აქვს და ამავე ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდა. ეროვნული ნაკრების დონეზე ბეჟანიშვილს არც ავსტრიის და არც საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია, თუ რომელ ნაკრებში თამაშს აირჩევს ბეჟანიშვილი უცნობია.

 

Share