ტრანსფერი გადაწყდა: ჩეხეთში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

სად არის გიორგი კოხრეიძე ? – ქართველმა საფრანგეთში ითამაშა
იანვარი 9, 2022 12:02
ის, რაც ტორპედოს დაემართა? – დინამო ბათუმში სიტუაცია აირია
იანვარი 9, 2022 13:31

ვახტანგ ჭანტურიშვილის შემდეგ, რომელიც “ზლინის” რიგებში გამოდის, ჩეხეთში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკა რობაქიძე კარიერას ჩეხურ “ტაბორსკოში” გააგრძელებს.

ეროვნული ლიგის გასულ სეზონში რობაქიძე “სამტრედიას” რიგებში გამოდიოდა, სადაც 30 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება მის ახალ გუნდს, “ტაბორსკო” ჩეხეთის რანგით მეორე ლიგაში გამოდის და 22 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

ჩეხეთის ჩემპიონატში ამჟამად შუა სასეზონო პაუზაა, რომელიც მარტში განახლდება.

Share