“მთელი ცხოვრებაა ჯუჯებს ვცემ” – გიგა ჭიკაძე ალექს ვილკანოვსკის დაუპირისპირდა

▶️ VIDEO – გიორგი ბეჟანიშვილის კარგი მატჩი – მორიგი გამარჯვება G ლიგაში
იანვარი 9, 2022 04:15
სად არის გიორგი კოხრეიძე ? – ქართველმა საფრანგეთში ითამაშა
იანვარი 9, 2022 12:02

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ UFC -ში ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლუვეი ერთმანეთს ვერ დაუპირისპირდებოდნენ. მაქს ჰოლუვეის ტრავმა იმდენად მძიმეა, რომ მებრძოლი საჩემპიონო ორთაბრძოლას გამოტოვებს.

სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ორთაბრძოლის საკითხის ღიად დარჩენის შემდეგ გიგა ჭიკაძის შანსები გაიზარდა 16 იანვარს კელვინ კატარის დამარცხების შემთხვევაში ჰოლუვეის ჩანაცვლების კანდიდატი სწორედ ჭიკაძე იქნება.

თუმცა სანამ ჭიკაძე კატარისთვის ემზადება, ალექს ვოლკანოვსკიმ საჩემპიონო ბრძოლაში ტვიტერის საშუალებით კორეელი მებრძოლი იანგ სუნგი, მეტსახელად “ზომბი”გამოიწვია.

ქართველმა მებრძოლმა ვოლკანოვსკის პოსტზე სიცილის სმაილები დააკომენტარა, ვოლკანოვსკიმ კი ასე უპასუხა: “დიდი პატივისცემა, მეგობარო, მაგრამ შენ შემდეგ კვირას მეხუთე პოზიციისთვის იბრძვი… მალე გნახავ.

 

ქართველ მებრძოლს ვოლკანოვსკის პასუხი რა თქმა უნდა არ მოეწონა, რასაც მის მიერ ტვიტერზე რამდენიმე პოსტი მოყვა :

“ვოლკანოვსკიმ დანა ვაითს უთხრა, რომ ჩემს გარდა ყველასთან იბრძოლებს. მთელი ცხოვრებაა ჯუჯებს ვცემ, მაგრამ არასდროს მიცემია სტეროიდებით თაღლითი ჯუჯა.”

 

“მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ამ ბიჭმა UFC-ზე არაფერი იცის. იგი მხოლოდ დრამას ფლობს.”

“შემდეგ კვირას UFC-ში ჩემი ყველაზე რთული ბრძოლა მელის. მე მხოლოდ იმისთვის ვიბრძვი, რომ ხალხს სამი რამე გავუკეთო: თავი მოვაძრო, ამოვუღო ღვიძლი. შაბათ ღამეს ჰოსპიტალში გაგაგზავნი, ამას გავაკეთებ.”

გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის დაპირისპირება 16 იანვარს შედგება, პირდაპირი ტრანსლაციის ბმულს კი ჩვენს ვებგვერდზე იხილავთ.

Share