დღეს, ხელბურთის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ფინეთს ესტუმრება.
პირველი მატჩი 5 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, ძალიან თანაბარ და დაძაბულ შეხვედრაში გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ შეძლო, შესაბამისად შედეგიც ლოგიკური დადგა – საქართველო 22:22 ფინეთი.
დღევანდელ დაპირისპირებაში ჯვაროსნებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელბურთელი დააკლდება, სხვადასხვა მიზეზის გამო ფინეთის წინააღმდეგ მატჩს გიორგი ცხოვრებაძე, რევაზ ჭანტურია, ერეკლე არსენიშვილი, ლექსო წითელაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ხაზეინ რუსტამოვი და ნიკოლოზ კალანდაძე გამოტოვებენ.
ფინეთთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ძირითად ბადეში მოხვდება, სადაც უკვე ჯგუფური ეტაპის სისტემით მოხდება გუნდების კვალიფიცირება 2024 წელს გასამართი პირველობისთვის.
ფინეთის და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.