ოფიციალურად : თორნიკე კირკიტაძე “დინამოელია”

ის, რაც ტორპედოს დაემართა? – დინამო ბათუმში სიტუაცია აირია
იანვარი 9, 2022 13:31
თბილისის “დინამო” თურქეთში ბულგარეთის ჩემპიონს დაუპირისპირდება
იანვარი 9, 2022 15:26

თორნიკე კირკიტაძე კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. კირკიტაძე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან ერთად ფლანგელს ერთი ოფიციალური შეხვედრა დინამოს პირველ გუნდშიც აქვს გამართული.

 

თორნიკე კირკიტაძის ბოლო კლუბი თბილისის ლოკომოტივი გახლდათ, მის ანგარიშზე 68 შეხვედრაში გატანილი ცხრა გოლი და ოცი საგოლე გადაცემაა. 2020 წელს მარჯვენა ფლანგელმა ლოკომოტივთან ერთად უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და სამივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. სხვადასხვა დროს, კირკიტაძე ასევე საჩხერის ჩიხურას და რუსთავის ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება თორნიკე კირკიტაძის სანაკრებო კარიერას, 2016 წელს იგი ორჯერ მიიწვიეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში.

Share