ბერძნული პრესა – “აზაროვი “ოლიმპიაკოსის” ერთ-ერთი სამიზნეა

ემოციური დამშვიდობება – ქუთაისის ტორპედო კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა
იანვარი 8, 2022 23:45
▶️ VIDEO რევაზ ინჯიას საგოლე პასი “აეკ ლარნაკას” წინააღმდეგ
იანვარი 9, 2022 02:08

იანვრის სატრასფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ პირეოსის “ოლიმპიაკოსი” მარცხენა მცველის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

ბერძენთა პორტუგალიელი დამრიგებელი პედრო მარტინსი ამ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელს განიხილავს. ერთ-ერთი მათთაგანიალ ვასილის ზაგარტისია, 20 წლის ბერძენი მცველი, რომელიც ამჟამად იტალიური “პარმას” შემადგენლობაშია. თუმცა ფეხბურთელს დიდი სათამაშო დრო არ აქვს, მიმდინარე სეზონში ზაგარტისმა სერია ბ – ში სულ ორი მატჩი ითამაშა.

ბერძენთა დამრიგებლის მეორე ვარიანტია   ბათუმის “დინამოს” ფლანგის მცველი ირაკლი აზაროვი. Sportdog-ის ინფორმაციით პორტუგალიელ სპეციალისტს აზაროვი ძალიან მოსწონს, თუმცა წყაროს თქმით პრობლემა არა ფეხბურთელში, არამედ ბათუმის “დინამოს” პირობებშია, საუბარია კლუბის მიერ წამოყენებულ მაღალ სატრანსფერო ფასზე.

სწორედ სატრანსფერო ფასი გახდა პრობლემა “ტრაბზონსპორთანაც”, გამოცემის ცნობით თურქული მხარის შეთავაზებული 2 მილიონი ევრო ბათუმელებმა ბოლო წამს გაზარდეს, რამაც საბოლოოდ ტრანსფერის ჩაშლა გამოიწვია.

თურქულ “ტრაბზონსპორთან” ბოლო წუთს ჩაშლილი მოლაპარაკებების მიუხედავად, ბერძნული გამოცემის აზრით შესაძლოა, რომ ტრაბზონი აზაროვს უკეთესი შეთავაზებით მაინც დაუბრუნდება, შესაბამისად წითელ-თეთრებს “ღმრად მოუწევთ ჯიბეში ხელის ჩაყოფა” ქართველი ფეხბურთელის შესაძენად.

ირაკლი აზაროვი ამჟამად ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია, ახალგაზრდა ფლანგის მცველმა მიმდინარე სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, გარდა ამისა აზაროვმა თავი ეროვნულ ნაკრებშიც გამოიჩინა, ჯვაროსნების მაისურით ჩატარებულ ოთხ ოფიციალურ შეხვედრაში აზაროვმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

Share