სად არის გიორგი კოხრეიძე ? – ქართველმა საფრანგეთში ითამაშა

“მთელი ცხოვრებაა ჯუჯებს ვცემ” – გიგა ჭიკაძე ალექს ვილკანოვსკის დაუპირისპირდა
იანვარი 9, 2022 04:48
ტრანსფერი გადაწყდა: ჩეხეთში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
იანვარი 9, 2022 13:12

გუშინ, საფრანგეთის რანგით მეორე საფეხბურთო ჩემპიონატში, ლიგა 2 -ში “გრენობლი” შინ “ოსერს” დაუპირისპირდა, შეხვედრის 31-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

”გრენობლის” შემადგენლობაში ზედიზედ მე-5 მატჩში ითამაშა 23 წლის  ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, თუმცა სამწუხაროდ მასპინძლებისათვის თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.

საფრანგეთის ლიგა 2-ში “გრენობლმა” ზედიზედ ხუთი მატჩი დათმო, რითიც სატურნირო მდგომარეობა გაირთულა და ახლა 20 ტურის შემდეგ გასავარდნ ზონაშია, თუმცა ლურჯ-თეთრებს უსაფრთხო ზონასთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ.

გიორგი კოხრეიძე ფრანგულ კლუბში 2021 წლიდან ასპარეზობს, ქართველი ნახევარმცველი კლუბს თბილისის “საბურთალოდან” შეუერთდა, დედაქალაქური კლუბის შემადგენლობაში კოხრეიძემ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად 140 მატჩის ჩატარება შეძლო, სადაც 31 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ტრავმისგან გამოწვეული პრობლემების გამო ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 შეხვედრაში ითამაშა, ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ იყო, დანარჩენ შემთხვევებში კოხრეიძე თამაშში ცვლილებიდან ჩაერთო.

საფეხბურთო კლუბი “გრენობლი” შემდეგ შეხვედრას 15 იანვარს გამართავს, ლურჯ-თეთრები ჩემპიონატის მორიგ ტურში “გენგამს” ესტუმრებიან.

 

 

Share