▶️ VIDEO – ბეჟანიშვილი გაჩერებას არ აპირებს – მორიგი კარგი მატჩი და გამარჯვება G ლიგაში

თბილისის “დინამო” თურქეთში ბულგარეთის ჩემპიონს დაუპირისპირდება
იანვარი 9, 2022 15:26
[EXCLUSIVE] ტოპ ტრანსფერი! – გიორგი პაპუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
იანვარი 9, 2022 19:41

დღეს, 9 იანვარს ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის G ლიგაში დენვერ “ნაგეთსის” სარეზერვო გუნდი გრანდ “რაპიდსი” კლივლენდს დაუპირისპირდა, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 99-92 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში გამორჩეული იყო ქართველი თავდამსხმელი გიორგი ბეჟანიშვილი, 20 წლის კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ დროში 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა.

ქართველი კალათბურთელი G ლიგაში ზედიზედ რამდენიმე მატჩია წარმატებულ თამაშს ახერხებს, იქიდან გამომდინარე, რომ “რაპიდსი” “ნაგეთსის” სარეზერვო გუნდია, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სულ მალე ბეჟანიშვილს დებიუტი NBA – შიც ჰქონდეს.

Share