ჩაკვეტაძის “ალკმაართან” უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია

“მოედანზე როცა გავდიოდი, მქონდა განცდა, თითქოს საქართველოს ვიცავდი”–მამუკა გორგოძე
იანვარი 10, 2022 11:44
“საქართველოს ნაკრები? ვნახოთ… ქართული ენა უნდა ვისწავლო” – მარადიშვილის ინტერვიუ
იანვარი 10, 2022 15:14

7 იანვარს, ბელგიურმა “გენტმა” ჩემპიონატის განახლებამდე სპარინგ შეხვედრა ჩაატრა და “ალკმაარს” დაუპირისპირდა.

შეხვედრა ნიდერლადელების მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ბელგიური Hln “გენტის” მზადების ბოლო ეტაპზე წერს და გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზეც საუბრობს.

“ჰეინ ვანჰაზებრუკმა მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინა, მწვრთნელისთვის მთავარ პრობლემას, შემცირებულ ჯგუფთან მუშაობა წარმოადგენდა. ეს პრობლემები განსაკუთრებით, კვირის ბოლოს იგრძნობოდა. სამი მოთამაშე აფრიკის თასზეა წასული. გარდა ამისა, ხუთი კოვიდ შემთხვევა დაფიქსირდა.

კვირის ბოლოს ბეზუსსა და ჩაკვეტაძესაც მცირე ტრავმებით ვარჯიში მოუწიათ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჰაინ ვანჰაიზბრუკს მხოლოდ 13 მოთამაშე ჰყავდა “ალკმაართან” ამხანაგური მატჩისთვის. “; – წერს ბელგიური გამოცემა

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ქართველი შემდეგი მატჩისთვის, გუნდის განაცხადში უნდა იყოს.
 გენტი ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში 14 იანვარს “კოტრაიკს” უმასპინძლებს.
Share