“მინდოდა ატლეტიკოსა ან აიაქსში მიმეყვანა, მათ რეკომენდაცია გავუწიე, მაგრამ…” – არველაძე კვარაცხელიაზე

სპარინგი ქართველის გუნდთან – თბილისის “დინამოს” მორიგი მეტოქე ცნობილია
იანვარი 10, 2022 18:22
გამორჩეული სეზონის შემდეგ, ბექა ქურდაძე ახალ გუნდში გადავიდა
იანვარი 10, 2022 20:41

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ამჟამად კი მწვრთნელმა შოთა არველაძემ გადაცემა “Kvara”-ში ჰალ სიტის ინტერესსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

არველაძემ ჰალ სიტიდან წინადადება დაადასტურა. მისი თქმით, მან კვარაცხელიას შეძენა ამსტერდამის აიაქსსა და მადრიდის ატლეტიკოს შესთავაზა.

“ჰალ სიტიდან შემოთავაზება მაქვს და სამუშაო ვიზას ველოდები. რაც შეეხება კვარაცხელიას წაყვანას, მე კი ვთხოვ, მაგრამ 15-20 მილიონი ღირს და როგორ? ჩემპიონშიპის კლუბები ამდენს არ იხდიან. რა ვქნათ, რუბინი თავის ბრილიანტს ასე აფასებს.

ჩემოდანზე ჯდომის პოზა ხვიჩას ხელს ძალიან შეუშლის. ეს არასწორია. ხვიჩასთან არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საუბრები მას ხელს არ შეუწყობს. პირიქით, სადაც არის და როდემდეც არის, იმ დღემდე საუკეთესო უნდა იყოს. წინ უნდა იყურებოდეს და დღეს რომ 19-20 წლის არის, 21 წლის ასაკში რომ მოხვდეს პრემიერლიგაში, სირცხვილია?

ძალიან ვეცადე ხვიჩა აიაქსსა და ატლეტიკოში მიმეყვანა. გარდა იმისა, რომ ისედაც დიდი ინფორმაცია ჰქონდათ მასზე, მეც გავუწიე რეკომენდაცია, მაგრამ მეუბნებიან, რომ არ ღირს 15-20 მილიონი, 9-დან 12 მილიონ ევრომდეა მისი ფასი. მაგრამ რა ვქნა, მე ხომ არ ვყიდი, ჩემი არ არის”, – თქვა არველაძემ.

Share