სპარინგი ქართველის გუნდთან – თბილისის “დინამოს” მორიგი მეტოქე ცნობილია

იაკობ ქაჯაია მსოფლიო რეიტინგის ლიდერია
იანვარი 10, 2022 17:14
“მინდოდა ატლეტიკოსა ან აიაქსში მიმეყვანა, მათ რეკომენდაცია გავუწიე, მაგრამ…” – არველაძე კვარაცხელიაზე
იანვარი 10, 2022 19:36

როგორც სხვადასხვა უცხოურ მედიაზე დაყრნობით ვწერდით, თბილისის “დინამო” თურქული შეკრების ფარგლებში 26 იანვარს უკრაინულ “ლოვოვს” დაუპირისპირდება.

ასევე, უზბეკური გამოცემის მტკიცებით, ფახთაქორი, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ შოთა არველაძე წვრთნიდა, 15 თებერვალს მოსამზადებელი ეტაპის მეორე მატჩში თბილისის დინამოს შეხვდება.

როგორც Sportlive.bg წერს, თურქულ შეკრებაზე რაზგრადის “ლუდოგორეცი” რამდენიმე სპარინგ შეხვედრას ჩაატარებს და მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთი მეტოქე თბილისის “დინამო” იქნება.

სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინულმა Football24-მა დინამოს მეოთხე მეტოქეზეც დაწერა. გამოცემის ცნობით, საბა კვირკველიას “მეტალისტ 1925”-მა თურქეთში მეორე მოსამზადებელი ეტაპი დაგეგმა და შეკრების ფარგლებში პირველს მატჩს უკრანული კლუბი 2 თებერვალს თბილისის დინამოს წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით დინამო ორ შეკრებას გაივლის: კახა ცხადაძის გუნდი ახალი სეზონისთვის ჯერ თურქეთში მოემზადება, ხოლო შემდეგ – ესპანეთში.

Share