იაკობ ქაჯაია მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

“საქართველოს ნაკრები? ვნახოთ… ქართული ენა უნდა ვისწავლო” – მარადიშვილის ინტერვიუ
იანვარი 10, 2022 15:14
სპარინგი ქართველის გუნდთან – თბილისის “დინამოს” მორიგი მეტოქე ცნობილია
იანვარი 10, 2022 18:22

იაკობ ქაჯაია მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია!

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 2022 წლის პირველი რეიტინგ-სია გამოაქვეყნა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა (130 კგ) მეორე პოზიციიდან პირველზე აინაცვლა.

იაკობ ქაჯაიას, რომელიც შარშან წლის სამივე დიდ შეჯიბრებაზე შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა, 69 ქულა აქვს და 1 ქულით უსწრებს ლეგენდარულ კუბელს – მიხაინ ლოპეს ნუნესს. 2021 წელს ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე ფინალში იჭიდავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან, მსოფლიოს განახლებულ რეიტინგში, პირველ ათეულში, ქაჯაიას გარდა ხუთი სპორტსმენია: ლერი აბულაძე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილს იკავებს. რამაზ ზოიძე (67 კგ) მესამეა, ნუგზარ წურწუმია (55 კგ) – მეოთხე, ხოლო ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) – მეექვსე.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან, ყველაზე უკეთესი პირადი რეიტინგი კვლავ გენო პეტრიაშვილს აქვს – 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზეა. ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) მესამე პოზიციას იკავებს, ნიკა კენჭაძე (79 კგ) – მეოთხეს, ირაკლი მწითური (79 კგ) – მეშვიდეს და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) – მერვეს.

Share