“საქართველოს ნაკრები? ვნახოთ… ქართული ენა უნდა ვისწავლო” – მარადიშვილის ინტერვიუ

ჩაკვეტაძის “ალკმაართან” უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია
იანვარი 10, 2022 15:08
იაკობ ქაჯაია მსოფლიო რეიტინგის ლიდერია
იანვარი 10, 2022 17:14

რუსულმა სპორტულმა გამოცემა Sport24-მა კონსტანტინე მარადიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრებსა და ქართულ კერძებზეც ისაუბრა.

– მამა ქართველია, დედა კი რუსი… რა კერძები გქონდათ საახალწლო სუფრაზე?
– “ამჯერად მართლა ქართული იყო, ასევე ტრადიციული კერძებიც, დედამ იცის ქართული კერძების მომზადება, მაგრამ ახალ წელს ჩვენთან ერთად არ იყო. ქართული კერძებიდან ჩახოხბილი ძალიან მიყვარს.

– ორი წლის წინ ინტერვიუში თქვი, რომ საქართველოში არასდროს ყოფილხარ. გამოასწორე?
– სამწუხაროდ ვერ, ამ პერიოდში პანდემია ძალიან ზღუდავს მოძრაობას ქვეყნებს შორის. გარდა ამისა ბევრი თავისუფალი დროც არ მაქვს, იმედია  მალე ჩავალ საქართველოში, ძალიან მინდა საქართველოს ნახვა.

– ქართული იცი?
– “სამწუხაროდ, არა. ვფიქრობ, უნდა ვისწავლო, ჩემს ოჯახში ყველა რუსულად ან ინგლისურად საუბრობს, ბევრი სიტყვა ვიცი, წინადადების აწყობაც შემიძლია, მაგრამ ამავე დროს არ შემიძლია.

– არჩევანი გქონდა გეთამაშა საქართველოს ან რუსეთის ნაკრებში, რას გვეტყვი ამაზე ?
– ორივე ვარიანტი განვიხილე, საქართველოც და რუსეთიც. ახლა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობ, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, თუმცა მინდა ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, ისინი ყოველთვის მწერენ და მეუბნებიან, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო.

– რუსეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჯერ არ გქონია, თეორიულად შეგიძლია საქართველოს ნაკრებში თამაში, ამაზე რას ფიქრობ?
– ვნახოთ, არ მინდა გამოცნობა, არავინ იცის რა იქნება ხვალ. ახლა ახალგაზრდულ ნაკრებზე და კლუბზე ვარ კონცენტრირებული.

Share