Transfermarkt – ოქრიაშვილის, ლორიას და კვიპროსში მოთამაშე ქართველების ფასები

ორი ამხანაგური მატჩიც – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
იანვარი 11, 2022 20:16
VIDEO მიქაუტაძის პირველი გოლი 2022 წელს
იანვარი 12, 2022 00:08

გერმანულმა პორტალმა Transfermarkt.de-მ კვიპროსის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმების გამო ბევრი გაუცდა და მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 10 შეხვედრა ჩაატარა. მისი სავარაუდო ღირებულება 200 000-ით შემცირდა და ახლა 800 000 ევროს შეადგენს.

ნიქოზიის “აპოელის” 32 წლის ნახევარმცველის, მურთაზ დაუშვილის, ფასმა 150 000 ევროთი იკლო და 300 000  შეადგენს.

საქართველოს ნაკრების და ფამაგუსტას “ანორთოთისის” 35 წლის მეკარის, გიორგი ლორიას,  ღირებულებამ მცირედით იკლო და 250 000 ევროდ ფასობს.

“დოქსას” 30 წლის ნახევარმცველი ავთო ებრალიძეს მიმდინარე სეზონში გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გამოტოვა. მან 7 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა, მანაც მინიმალური რეგრესი განიცადა და ქართველის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 200 000-ს შეადგენს.

ერთადერთი ფეხბურთელი რომლის ღირებულებაც გაორმაგდა “აპოლონის” შემტევი რევაზ ინჯგიაა. 21 წლის ფეხბურთელი 150 000 ევრო ღირს.

გიორგი ქვილითაიას სატრანსფერო ღირებულება უცვლელია. აპოელის 28 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ქვილითაიას ფასი კვლავ 1.8 მილიონია.

 

 

Share