არაბიძემ ყოფილ კლუბს ფიფაში უჩივლა

კვარაცხელია რუბინთან ერთად შეკრებაზე მიდის
იანვარი 11, 2022 16:06
“ტობოლი დავტოვე” – სად გააგრძელებს კარიერას ლობჯანიძე
იანვარი 11, 2022 19:28

სულ ცოტა ხნის წინ, 23 წლის ფლანგის შემტევს გიორგი არაბიძეს “სამტრედიასთან” საიჯარო ხელშკრულება დაუსრულდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ქუთაისის “ტორპედოში” ტრანსფერის დიდი შანსი იყო, საბოლოო ჯამში, პორტუგალიელების მოთხოვნილმა თანხამ შეთანხმება ჩაშალა.

არაბიძე ამ ეტაპზე პორტუგალიურ “ნასიონალს” დაუბრუნდა. ქართველს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ამის შემდეგ, თავისუფალი აგენტი ხდება.

ქართველი ფეხბურთელი 2019-დან 2020 წლის აგვისტომდე თურქული “ადანასპორის” მაისურსაც ირგებდა. ამ გუნდის რიგებში სულ 7 მატჩი ჩაატრა და შემდეგ ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არაბიძემ ყოფილ კლუბს FIFA-ში უჩივის.

“ცნობილი გახდა, რომ არაბიძემ, რომელიც 2019-20 წლების სეზონის დასაწყისში პორტუგალიის “ნასიონალიდან” იჯარით წესით “ადანსპორში” გამოდიოდა და ტრავმის გამო 7 მატჩის მეტი აღარ უთამაშია, ფიფას დავალიანების აღდგენის მოთხოვნით მიმართა.

კლუბთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ საჩივარი უმნიშვნელოა და რომ სავარაუდოდ, ფიფა გადაწყვეტილებას თურქული კლუბის სასარგებლოდ მიიღებს”, – წერენ თურქეთში.

Share