კვარაცხელია რუბინთან ერთად შეკრებაზე მიდის

საქართველოს ნაკრებმა მარტში ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა
იანვარი 11, 2022 15:08
არაბიძემ ყოფილ კლუბს ფიფაში უჩივლა
იანვარი 11, 2022 18:50

ევროპული გუნდები, რომელთა ჩემპიონატშიც პაუზაა, უცხოურ შეკრებაზე გასამგზავრებლად ემზადებიან.

ერთ-ერთი ასეთი გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინია”. რამდენიმე საათის წინ, ყაზანურმა კლუბმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც გუნდს თურქულ შეკრებაზე გაყვებიან.

სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრების 20 წლის შემტევიც.

სხვა სატრანსფერო ფანჯრების მსგავსად, გულშემატკივრის დიდი მოლოდინი არსებობს, რომ კვარაცხელია ამ ფანჯარაზე მაინც დატოვებს რუსეთის ჩემპიონატს და ევროპის რომელიმე ტოპ ლიგას მიაშურებს.

ევროპის ტოპ ჩემპიონატების გუნდებისთვის სატრანსფერო ფანჯარა თვის ბოლომდე იქნება ღია. იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა რუსულ გუნდს თურქულ შეკრებაზე მიყვება, ეს ტრანსფერის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

რუბინი შეკრებას თურქეთში კერძოდ ბელეკში გაივლის. ამ შეკრების ფარგლებში რამდენიმე მეტოქე უკვე ცნობილია: ვორონეჟის “ფაკელი”, “ვისლა პლოცკი”, “სოჭი”, “კრილია სოვეტოვი”, მოსკოვის “დინამო” და “ასტანა”.

Share