“მას ტექნიკისა და IQ-ს საშუალებით დავამარცხებ” – კატარი ჭიკაძეს ემუქრება

▶️ VIDEO ლევან კუტალიას საოცარი მაკრატელა ისრაელში
იანვარი 11, 2022 00:14
საქართველოს ნაკრებმა მარტში ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა
იანვარი 11, 2022 15:08

16 იანვარს, UFC სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მნიშვნელოვანი დაპირისპირება შედგება. ქართველი გიგა ჭიკაძე წონის ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლს, კელვინ კატარს დაუპირისპირდება.

ორთაბრძოლამდე ტემპერატურის  და ემოციების მატებას ისედაც არავინ უჩიოდა, თუმცა DAZN- სთან კატარის ინტერვიუმ ვნებათაღელვა პიკის დონემდე მიიყვანა.

“ნებისმიერ დროს, როცა დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის წინააღმდეგ ბრძოლის შანსს იღებ, წინა დაპირისპირებებიდან  მიღებული გამოცდილება უნდა გამოიყენო. წონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ყველა დანარჩენისგან განსხვავდება. შენ ტიტულის მსურველ მებრძოლებთან იბრძვი, რაც მომდევნო ჩხუბებისთვის ძლიერ მოწინააღმდეგეებთან გასასვლელად გამზადებს. ვნახოთ, არის თუ არა გიგა ამ დონეზე. ამას სულ მალე შევამოწმებთ.

მას ტექნიკითა და IQ-თი დავამარცხებ. ძალიან მარტივი საღამო იქნება, ბონუსი ოქტაგონის ჯანმრთელად დატოვებაა. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ დიდი შანსები გამარჯვებებს მოჰყვება. UFC-ში დაუმარცხებელი მებრძოლის წინააღმდეგ მოგება ტიტულის პრეტენდენტთა შორის ახალ დონეზე გადამიყვანს. ეს სია კი არც ისე ბევრი მებრძოლისგან შედგება, გიგას დამარცხება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა კელვინ კატარმა.

გიგა ჭიკაძე UFC მიმდინარე რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა, მისი მომდევნო მეტოქე კი ცხრილში მეხუთეა. ჭიკაძე კელვინ კატარის დამარცხების შემთხვევაში საჩემპიონო ბრძოლაში ალექს ვოლკანოვსკითან შეხვედრისთვის მთავარი კანდიდატი იქნება.

Share