საქართველოს ნაკრებმა მარტში ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა

“მას ტექნიკისა და IQ-ს საშუალებით დავამარცხებ” – კატარი ჭიკაძეს ემუქრება
იანვარი 11, 2022 01:43
კვარაცხელია რუბინთან ერთად შეკრებაზე მიდის
იანვარი 11, 2022 16:06

2022 წლის მარტში ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.

ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს საქართველო ალბანეთში ითამაშებს.

ბოსნია-ჰერცეგოვინა-საქართველოსა და ალბანეთი-საქართველოს მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა, უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. ვილი სანიოლის გუნდი უეფას ერთა ლიგის C4 ჯგუფში მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): „მნიშვნელოვანი იყო ისეთი მეტოქეების შერჩევა, რომლებიც დაახლოებით იმ სიძლიერის იქნებოდნენ, რომლებსაც ერთა ლიგაზე შევხვდებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაში. ამ გუნდის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია. მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი ნაკრებია და თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ასევე გავითვალისწინეთ ერთა ლიგის კალენდარიც, ივნისში სწორედ ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველოდება გასვლითი თამაშები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა უკეთ მოვემზადოთ ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის“.

2022 წლის ამხანაგური მატჩების კალენდარი

25 მარტი

ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

29 მარტი  

ალბანეთი – საქართველო

gff.ge
Share