“ტობოლი დავტოვე” – სად გააგრძელებს კარიერას ლობჯანიძე

არაბიძემ ყოფილ კლუბს ფიფაში უჩივლა
იანვარი 11, 2022 18:50
ორი ამხანაგური მატჩიც – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
იანვარი 11, 2022 20:16

ქართველმა ფეხბურთელმა ელგუჯა ლობჯანიძემ sports.kz-სთან განაცხადა, რომ “ტობოლში”, სადაც ქართველი 2021 წელს ჩემპიონი გახდა, აღარ ითამაშებს, მაგრამ ყაზახეთის ჩემპიონატში დარჩენა სურს.

“დიახ, “ტობოლი” ნამდვილად დავტოვე. ჯერ სიახლე არ არის. სხვადასხვა ვარიანტებია, თუ სად შეიძლება კარიერა გავაგრძელო, მაგრამ მე მინდა ყაზახეთის ჩემპიონატში დავრჩე,”- თქვა ლობჯანიძემ.

29 წლის ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთში 2019 წლიდან ასპარეზობს. ჯერ “ტარაზის”, შემდეგ “კაისარის”, ხოლო ბოლოს “ტობოლის” ღირსებას იცავდა.

ლობჯანიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

Share