ქართველისთვის სიდნეის ტურნირი დასრულებულია – ბასილაშვილი ენდი მარისთან დამარცხდა

მამარდაშვილის შანსი? – ვალენსიას პირველი მეკარე კოვიდ-დადებითია
იანვარი 12, 2022 16:15
💥 TOP 10 ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება
იანვარი 12, 2022 18:35

ახლახან, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, 250 ქულიანი საჩოგბურთო ტურნირის კიდევ ერთი მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის ყოფილ ბრიტანელ ლიდერთან, ენდი მარისთან სამ სეტში (7:6 6:7 3:6 ) დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ერთადერთ მოგებულ სეტში მცირე სენსაცია შემოგვთავაზა: მაშინ როდესაც ქართველი სეტში 2:5 მარცხდებოდა, მეტოქეს უკუბრეიკი შეუსრულა და საბოლოოდ იგი ტაიბრეიკზე ანგარიშით 7:4 დაამარცხა.

საჩოგბურთო სეზონის შემდეგი გაჩერება ავსტრალიაში გველის, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი კარგ სათამაშო ფორმაში იქნება და დაიწყებს 2022 წლისთვის სარეიტინგო ქულების დაგროვებას.

Share