ბასილაშვილი 🆚 მარი – სიდნეის ტურნირი იწყება

ზარალი დიდია – დინამო გენერალური სპონსორის გარეშე დარჩა
იანვარი 12, 2022 01:58
ბასილაშვილი 🆚 მარი – LIVE 👇🏻
იანვარი 12, 2022 13:37

დღეს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, ჩოგბურთის 250 ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთვება, ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე,  რეიტინგის ყოფილი ბრიტანელი ლიდერი, ენდი მარი იქნება.

ქართველსა და ბრიტანელს ურთიერთშეხვედრების მცირე ისტორია აქვთ, 2021 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო სლემზე გამარჯვება ბრიტანელს დარჩა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბასილაშვილმა ერთადერთ მოგებულ სეტში გამოცდილი ჩოგბურთელი პირწმინდად დაჩაგრა.

სიდნეის 250 ქულიან ტურნირზე მრავალ ცნობილ ჩოგბურთელს შევხვდებით, გარდა ბასილაშვილის და მარისა, ტურნირზე მონაწილეობენ რეილი ოპელკა, ასლან კარაცევი, ლორენცო სონეგო და სხვები.

ბასილაშვილის და მარის შეხვედრა თბილისის დროით 13:30 წუთზეა ჩანიშნული, შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა ჩვენს გვერდზე არსებული ბმულის საშუალებით შეგეძლებათ.

Share