ნინიაშვილი top 14-ის ტურის სიმბოლურში

გორის “დილამ” უსმანე კამარას ტრანსფერი გამოისყიდა
იანვარი 12, 2022 19:29
“მფრინავი ფიჯელები” ქუთაისში იფრენენ
იანვარი 12, 2022 22:09

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და ფრანგული “ლიონის” ფულბეკი დავით ნინიაშვილი პრესტიჟულ Top 14-ში თავს იმკვიდრებს. “ჩელენჯ თასზე” “გლოსთერთან” წარმატებული თამაშის შემდეგ, ნინიაშვილმა უკვე top 14-ში მოახერხა სადებიუტო ლელოს გატანა.

ნინიაშვილი “პოსთან” მოგებულ შეხვედრაში “ლიონის” ძირითად შემადგენლობაში იყო, ოღონდ ამჯერად ფრთაზე იდგა და დაკისრებულ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვა. გარდა ლელოსა, ქართველი მორაგბე ძალიან კარგი იყო შეტევაში. მის წინააღმდეგ “პოს” მორაგბეებმა 7 ბოჭვა გააფუჭეს.

ნინიაშვილის კარგი თამაში Midi Olympique-საც არ გამოპარვია და დავით ნინიაშვილი Top 14-ის მეთხუტმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

Share