გორის “დილამ” უსმანე კამარას ტრანსფერი გამოისყიდა

პორტუგალიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იანვარი 12, 2022 19:24
ნინიაშვილი top 14-ის ტურის სიმბოლურში
იანვარი 12, 2022 21:35

ნორვეგიული “ვალერენგას” ოფიციალური ვებ-გვერდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფლანგის შემტევის უსმანე კამარას შესახებ წერს.

ნორვეგიული კლუბი განცხადებით ადასტურებს, რომ დილამ 22 წლის გვინეელი შემტევის გამოისყიდა.

“უსმანე კამარა 2019 წელს ესკილსტუნადან ვალერენგაში გადავიდა და მას შემდეგ, რაც მუდმივად ტრავმიანობდა, იანვარში იჯარის წესით გორის “დილაში” ფორმის აღსადგენად გადავიდა.

საქართველოს ჩემპიონატში გატარებული ერთი წლის შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელმა 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ამჟამად სრულფასოვანი გახდა.

შარშან გორის დილას კარგი სეზონი ჰქონდა და ამ ყველაფერში კამარამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამიტომ კლუბს მასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურდა. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ გაფორმებული ხელშეკრულებით”, – ამბობს სპორტული მენეჯერი იორგენ ინგებრიგცენი, რომელმაც ფეხბურთელს წარმატებები უსურვა.

 

Share