ზარალი დიდია – დინამო გენერალური სპონსორის გარეშე დარჩა

VIDEO მიქაუტაძის პირველი გოლი 2022 წელს
იანვარი 12, 2022 00:08
ბასილაშვილი 🆚 მარი – სიდნეის ტურნირი იწყება
იანვარი 12, 2022 12:58

კომპანია Betlive ახალ სეზონში თბილისის დინამოს გენერალური სპონსორი აღარ იქნება.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი BM.GE-სთან ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ გააკეთა. მისი თქმით, ამის მიზეზი ახალი რეგულაციებია.

„ახალი სეზონისთვის, ახალი პირობებით, შეთანხმებული კონტრაქტი შეჩერდა; მიზეზი რეგულაციებია, რომელიც აზარტული თამაშების სექტორს ეხება“, – განაცხადა ზაზა დოლიძემ გამოცემასთან.

მისივე თქმით, ამ ყველაფერმა დინამოს ბიუჯეტი 15%-ით აზარალა.

შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უკვე ძალაშია. 2022 წლიდან ამ ბიზნესში ჩართულ სუბიექტებს გადასახადები გაეზარდათ და მათი დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით არის მომატებული. სხვა რეგულაციები, რომლებიც მათ შორის რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს და ასევე კრძალავს მილიონამდე ადამიანისთვის აზარტულ თამაშებში ჩართულობას, პირველი მარტიდან ამოქმედდება.

Share