ოფიციალურად: ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონატში ითამაშებს

“2 მილიონი აზაროვში – კვარაცხელიამ ქართველების მიმართ ინტერესი გაზარდა” – რუსული მედია
იანვარი 12, 2022 14:40
თვის საუკეთესო – მიქელთაძე კლუბში გამოარჩიეს
იანვარი 12, 2022 14:57

აზერბაიჯანული “ყარაბაღის” ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ცნობით, 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ამიერიდან ყარაბაღის მაისურს მოირგებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძირითადად გორის “დილას” რიგებში გამოდიოდა და ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ.

2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იაგელონიამ ქართველი მეკარე ესპანურ “გრანადაში” გაანათხოვრა, თუმცა მისი ესპანური კარიერა ვერ აეწყო.

გუგეშაშვილი რამდენიმე წელი პოლონური “იაგელონიას” მფლობელობაში იყო, თუმცა არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

ამ ეტაპზე ტრანსფერის ღირებულება და კონტრაქტის დეტალები უცნობია.

 

Share