კვარაცხელია ბათუმის დინამოს წინააღმდეგ

წარმატებული წელი UFC ში – რამდენი გამოიმუშავეს ქართველმა მებრძოლებმა
იანვარი 12, 2022 22:50
შერმადინის გამარჯვება და MVP-ის ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე
იანვარი 13, 2022 11:10

როგორც ცნობილია, საქართველოს ჩემპიონი ბათუმის “დინამო” წინასასეზონო ეტაპზე, თურქეთში ორ შეკრებას გაივლის.

უკვე ცნობილია, რომ თურქულ შეკრებაზე ბათუმის “დინამოს” პირველი მეტოქე ნიკა კვეკვესკირის “ლეხ პოზნანი” იქნება.

სულ ცოტა ხნის წინ, ასევე პოლონური ექსტრაკლასას “ლეხ გდანსკის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაწერა, რომ თურქული შეკრების მეოთხე შეხვედრაში, 23 იანვარს სწორედ საქართველოს ჩემპიონს დაუპირისპირდებიან.

კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ Adjarasport.com-თან ინტერვიუში თურქულ შეკრებაზე და მეტოქეებზე ისაუბრა.

კლუბის პრეზიდენტის განცხადებით, 5 მეტოქის ვინაობა ცნობილია. ბერიძემ თქვა, რომ დინამო პოლონური გუნდების გარდა, “პარტიზანს”, ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინსა” და ესტონეთის ჩემპიონს დაუპირისპირდება.

Share