მამარდაშვილის შანსი? – ვალენსიას პირველი მეკარე კოვიდ-დადებითია

თვის საუკეთესო – მიქელთაძე კლუბში გამოარჩიეს
იანვარი 12, 2022 14:57
ქართველისთვის სიდნეის ტურნირი დასრულებულია – ბასილაშვილი ენდი მარისთან დამარცხდა
იანვარი 12, 2022 17:15

ესპანური Marca გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” არსებულ კოვიდ სიტუაციაზე წერს.

გამოცემის წერს, რომ ჩატარებული ტესტების შედეგად, კორონავირუსი გუნდის 5 ფეხბურთელს დაუდასტურდა.

დენის ჩერიშევის, იესპერ სილესენის, ვასის, ჰელდერ კოშტას და მაქსი გომესის ტესტის პასუხებმა კოვიდ დადებითი აჩვენა.

ვალენსია შემდეგ შეხვედრას 16 იანვარს თასზე “ატლეტიკო ბალეარეს” წინააღმდეგ ჩაატარებს. ხოლო ლა ლიგაში 20 იანვარს “სევილიას” დაუპირისპირდება.

Share