თვის საუკეთესო – მიქელთაძე კლუბში გამოარჩიეს

ოფიციალურად: ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონატში ითამაშებს
იანვარი 12, 2022 14:52
მამარდაშვილის შანსი? – ვალენსიას პირველი მეკარე კოვიდ-დადებითია
იანვარი 12, 2022 16:15

ქართველი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე “ნიუკასლ ჯეტსის” დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ავსტრალიურმა კლუბმა გამოკითხვა თავის ვებგვერდზე ჩაატარა.

“თავის პირველ ხუთ მატჩში მიქელთაძემ დაამტკიცა, რომ ამ ლიგაში ანგარიშგასაწევი ძალაა. იგი ამჟამად ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. მის ანგარიშზე 4 გოლი, ასევე 9 საკვანძო პასი და 1 საგოლე გადაცემაა.

ბექამ პასების 86% ზუსტია – ის დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც. მიქელთაძემ ხმების 29% მიიღო, თანამემამულე დანიელ პენჰამ კი 23%-ით ჩამორჩა” – წერია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ “ჯეტსს” ავსტრალიის A ლიგიაში 5 ტურის შემდეგ, 5 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

Share