მარუშიჩი: “მინდა, შესაძლებლობები სხვა ჩემპიონატშიც დავამტკიცო, მაგრამ…”

“ჰოლანდიაში ტურისტებად არ წავალთ” – ავთანდილ ასათიანის ინტერვიუ
იანვარი 12, 2022 18:57
პორტუგალიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იანვარი 12, 2022 19:24

სერბულმა გამოცემა Hotsport.rs-მა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ ზორან მარუშიჩთან ინტერვიუ ჩაწერა.

თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და მეპასე გახდა, ასევე დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად და წლის ფეხბურთელად.

მარუშიჩმა სერბულ გამოცემასთან თბილისის დინამოზე, საქართველოზე და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის ყველაზე გამორჩეული სეზონი იყო. რომ მეთქვა, ამ ყველაფერს ველოდი, მოვიტყუები. მჯეროდა, რომ ბევრი გოლის გატანას მოვახერხებდი, თუმცა ამდენ ჯილდოს არ ველოდი. გასულ სეზონში “ნემანში” 10 გოლი გავიტანე და გუნდურადაც საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით. ნემანი ძირითადად ცხრილის შუაში იყო, ჩვენ კი მისი მოწინავე პოზიციაზე გაყვანა მოვახერხეთ.

რა თქმა უნდა, სწორედ იქ კარგად გამოსვლამ მომცა ახლანდელ გუნდში გადმოსვლის შესაძლებლობა. მადლობა ღმერთს, მადლობელი ვარ საქართველოში მიღწეულით. ეს არის მოტივაცია, რომ ასევე გავაგრძელო და რიტმიდან არ ამოვარდე. მაქვს სურვილი სხვა ლიგებშიც დავამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები, მაგრამ კლუბის ხელმძღანელობასთან საუბარს სერბეთში დასვენების შემდეგ ვაპირებ. დიდი ალბათობით, დავრჩები დინამოში – კლუბმა ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადადგა და ვნახოთ, რამდენად მოვირგებ შემდეგ სეზონშიც დინამოს მაისურს.

სუპერლიგაში ცოტა ვითამაშე. სერბეთის სუპერლიგა უკეთესია, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი. თბილისის დინამო და ბათუმის დინამო სერბეთის ორი საუკეთესო გუნდის, “პარტიზანის” და “ცრვენა ზვეზდას” დონეზე ვერ არიან.

თბილისის დინამო ისტარიაში საქართველოს საუკეთესო გუნდია. გასაგებია, რომ მოლოდინები ყოველთვის დიდია და მიზანი ევროტურნირზე მაქსიმალურად კარგად გამოსვლაა. კლუბი უკვე მუშაობს შემადგენლობის გაძლიერებაზე.  ჩემპიონობა და კონფერენსლიგაზე გასვლა, ჩვენი გუნდის გულშემატკივარს გაახარებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სულ მალე გაიგებს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების შესახებ. ისინი მიიღებენ შანსს და აუცილებლად უნდა აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები. თამაშის დროს ხშირად ვამჩნევ ხარისხიან ფეხბურთელებს და მიხარია, რომ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლებიც მათი ნაკრების მომავალია.

თავიდან რთული იყო, მაგრამ შეგუებისთვის დიდი დრო არ დამჭირვებია. საინტერესო კულტურაა და ზოგადად მიყვარს, ხალხისა და ქვეყნების გაცნობა. ქართველები ჩვენგან იმით განსხვავდებინ, რომ არ ჩქარობენ. მათთან ყველაფერი ნელი ტემპით მიდის და მოდუნებულია. ფიქრობენ, რომ დრო ყოველთვის არის, როცა ჩვენთან საგრძნობლად სწრაფად ცხოვრობენ. უპირატესობას ბელარუსში ცხოვრებას მივანიჭებდი”, – თქვა მარუშიჩმა.

Share