“2 მილიონი აზაროვში – კვარაცხელიამ ქართველების მიმართ ინტერესი გაზარდა” – რუსული მედია

ეროვნული ლიგის დაწყების თარიღი ცნობილია
იანვარი 12, 2022 14:32
ოფიციალურად: ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონატში ითამაშებს
იანვარი 12, 2022 14:52

რუსული გამოცემის euro-football.ru-ს ინფორმაციით, “კრასნოდარი” მზად არის დინამო ბათუმისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ირაკლი აზაროვში 2 მილიონი გადაიხადოს.

“რუბინში ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების შემდეგ, რუსულმა კლუბებმა ყურადღება ქართულ ბაზარზე გადაიტანეს. ცოტა ხნის წინ ორ დინამოს შორის გარიგება შედგა – ლუკა გაგნიძე თბილისიდან მოსკოვში გადავიდა. მომდევნო ქართველი რუსეთის ჩემპიონატში შესაძლოა 19 წლის მარცხენა ნახევარმცველი ირაკლი აზაროვი იყოს.

ბათუმის დინამოს შემადგენლობაში მან 42 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების წევრიცაა და მის შემადგენლობაშიც 6 მატჩი ითამაშა.  “ხარები” მზად არიან ბათუმში 2 მილიონი ევრო გადარიცხონ,” – წერია
სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ირაკლი აზაროვი თურქულ “ტრაბზონსპორთან” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.სამწუხაროდ, მხარეები კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერი ჩაიშალა.

Share